განცხადების სრული ტექსტი

გერმანული კომპანია „სი ემ იქს სოლუშენს“-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანში, ალმათსა და თბილისში. მრავალენოვანი კონტაქტ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.

ამჟამად თბილისის გუნდში 300-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით , სხვადასხვა გერმანულ პროექტში

ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს: გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე. კანდიდატები გადანაწილდებიან ენობრივი მონაცემების მიხედვით.

მდებარეობა: თბილისი, თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ მუშაობა დისტანციურად.
სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;
  • მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება;

მოთხოვნები:
  • გერმანული ენის ცოდნა (B1.3, B2, C1 დონე)
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
  • მაღალი კომპიუტერული უნარ ჩვევები;
  • სისხარტე, ოპერატიულობა;
  • სიზუსტე, აკურატულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;

ჩვენ გთავაზობთ:
  • ოფისიდან, ჰიბრიდულად, ან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
  • სრულ, ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას;
  • მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  • ყოველთვიურ ბონუსს (300 ლარიდან);
  • რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდირებულ კანდიდატზე (600 ლარიდან);
  • ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსეთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ პლატფორმაზე - https://shorturl.at/6prWr

„პროექტზე განაწილება მოხდება კანდიდატის ენობრივი ცოდნის მიხედვით.“
გისურვებთ წარმატებებს!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრიგაყიდვები კლიენტთა მომსახურება
ინდუსტრია / სფერო:
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ჰიბრიდული/შერეული
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა,ბონუსები და წახალისება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
გერმანული
ნახვები
უნიკალური ნახვები