განცხადების სრული ტექსტი

შპს იმერი 2020 (www.imeri2020.ge) აცხადებს ვაკანსიას საწარმოს თანამშრომლის პოზიციაზე

ვეძებთ შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც შეუძლია როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები:
  • საწარმოო შეკვეთების (პროდუქციის გათლა, დაჭრა, გარეცხვა) შესრულება ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად;
  • საწარმოო დანადგარების (შემფუთავი და გასარეცხი) გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის დამზადება ჰიგიენისა და სამუშაო სტანდარტების დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • წარმოებაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • მუშაობის მაღალი მოტივაცია.

სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: 10:00-19:00, კვირაში 6 დღე;
  • ანაზღაურება: საწყისი ხელფასი 1200 ლარი, ზრდის პერსპექტივით;
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, კრისტოფერო კასტელის ქ. N8.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: n.ergemlidze@imeri2020.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
წარმოება/ოპერაციები საწარმოს ოპერაციები
ინდუსტრია / სფერო:
წარმოება საკვების წარმოება
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1200

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
წარმოება/ოპერაციები საწარმოს ოპერაციები
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
წარმოება საკვების წარმოება
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები