განცხადების სრული ტექსტი

თურქულენოვანი თამაშის წამყვანი, Evolution Georgia
“Evolution Georgia” - შვედური კომპანია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე წამყვანი სერვისის მიმწოდებელია ლაივ თამაშების ინდუსტრიაში, აცხადებს ვაკანსიას თურქულენოვანი თამაშის წამყვანის პოზიციაზე.
თუ გსურს სამუშაო მოქნილი გრაფიკითა და განვითარების პერსპექტივით, ეს პოზიცია შენთვისაა.

სამუშაოს აღწერა:
  • კამერის წინ თამაშის წარდგენა თურქულ ენაზე
  • თამაშის პროცესის მართვა
  • მომხმარებლისთვის დადებითი და ენერგიული გარემოს შექმნა

პოზიცია არ საჭიროებს გამოცდილებას, რადგან კომპანია უზრუნველყოფს ანაზღაურებად ტრენინგებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • თურქული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (A2-დან)
  • კომუნიკაციის უნარი
  • აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი

ჩვენ გთავაზობთ:
  • ანაზღაურება: 960 ლარიდან 1900 ლარამდე + (მოქმედებს საბონუსე სისტემა)
  • პირველი სამი თვის განმავლობაში გამარტივებული საბონუსე სისტემა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი (შესაძლებელია სწავლასთან ან სხვა სამსახურთან შეთავსება)
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა
  • ინგლისური ენის კურსები
  • სრულად აღჭურვილი უფასო სპორტდარბაზი (იოგასა და ზუმბას კლასები) და FitPass
  • სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://careers.evolution.com/georgia/turkish-speaking-gp/

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
კაზინო / აზარტული თამაშები კაზინოს გართობის მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
დასვენება და მოგზაურობა აზარტული თამაშები და კაზინოები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სმენური გრაფიკი – დღის ცვლა
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 960 - 1900 (+ ბონუსი)
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
თურქული
ნახვები
უნიკალური ნახვები