განცხადების სრული ტექსტი

BCT Motors ახალგაზრდა და მზარდი კომპანიაა, რომელიც საავტომობილო და სამრეწველო საცხებ-საპოხი მასალების იმპორტსა და დისტრიბუციას ეწევა. ჩვენ ნიდერლანდური ბრენდის Eurol-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი ვართ საქართველოში. ახალი მიმართულებების გასავითარებლად გუნდს ვაფართოებთ და ვეძებთ B2B გაყიდვების მენეჯერს.

სამუშაო ადგილი — თბილისი, სრული განაკვეთი
გრაფიკი — ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00, ერთსაათიანი შესვენებით
ანაზღაურება — 3 000 ლარიდან და გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული ბონუსი

ძირითადი მოვალეობები
  • ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება წარმოების, მშენებლობის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და სამთო მრეწველობის სფეროებში
  • კლიენტებთან რეგულარული ვიზიტები თბილისსა და რეგიონებში და მათი საჭიროებების შესწავლა
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმართვა და გარიგებების დადება
  • კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება და განმეორებითი გაყიდვების ზრდაზე მუშაობა
  • გაყიდვების გეგმის შესრულება, CRM/1C სისტემაში მიმდინარე გარიგებების აღრიცხვა და ანგარიშების მომზადება
  • შეთანხმებული გადახდის ვადების კონტროლი და კლიენტებთან დავალიანების საკითხებზე კომუნიკაცია
  • ტენდერებში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • B2B გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ახალი კლიენტების მოზიდვის გამოცდილება
  • მოლაპარაკებების წარმართვისა და გარიგებების დადების უნარი
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და შედეგზე პასუხისმგებლობის აღების უნარი
  • ტექნიკური პროდუქციის შესწავლის მზადყოფნა და კლიენტისთვის მისი უპირატესობების გასაგებად ახსნის უნარი
  • ქართული ენის გამართული ცოდნა და ინგლისურ ან რუსულ ენაზე კომუნიკაციის უნარი
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და რეგიონებში ვიზიტებისთვის მზადყოფნა

რეზიუმე ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე გამოგვიგზავნეთ 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით ელფოსტის მისამართზე b.chubinidze@gmail.com. წერილის თემაში მიუთითეთ „B2B გაყიდვების მენეჯერი“.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები
ინდუსტრია / სფერო:
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 2 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, საშუალო განათლება, დოქტორი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული,ინგლისური,რუსული
მართვის მოწმობა:
B კატეგორია
ნახვები
უნიკალური ნახვები