განცხადების სრული ტექსტი

Amazing.ge ახალი ქართული ონლაინ მარკეტპლეისი, სადაც მაღაზიები, ბრენდები და მეწარმეები საკუთარ პროდუქციას ყიდიან. ვეძებთ ენერგიულ და თავდაჯერებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც ახალ გამყიდველებს მოიზიდავს პლატფორმაზე.

მოვალეობები:
  • გამყიდველების ბაზაზე ყოველდღიური ზარები
  • Amazing.ge-ის შესაძლებლობების და თანამშრომლობის პირობების პრეზენტაცია
  • გამყიდველების დაინტერესება და რეგისტრაციაში დახმარება
  • კომუნიკაცია ელ-ფოსტით და მესენჯერებით, შეხვედრების დანიშვნა და ჩატარება
  • ახალი გამყიდველების მხარდაჭერა პირველ ეტაპზე (პროდუქციის განთავსება)
  • კლიენტებისა და შედეგების აღრიცხვა (CRM / Google Sheets)
  • ყოველკვირეული ანგარიში

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება — სავალდებულო
  • უპირატესობა მიენიჭება ჟურნალისტიკის ან სამართლის (იურიდიული) განათლების ან გამოცდილების მქონე კანდიდატებს, ასევე გაყიდვებში წარმატებული გამოცდილების მქონე ადამიანებს
  • დამაჯერებლად და არგუმენტირებულად საუბრის, მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • თავდაჯერებულობა, შეუპოვრობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; რუსული და/ან ინგლისური — უპირატესობაა
  • კომპიუტერის თავისუფლად ფლობა (ელ-ფოსტა, Google Sheets)
  • ონლაინ ვაჭრობის გაგება — უპირატესობაა

გთავაზობთ:
  • ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს ყოველ მოზიდულ აქტიურ გამყიდველზე
  • სწავლებას და პლატფორმის სრულ გაცნობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას სწრაფად მზარდ კომპანიაში
  • მეგობრულ გუნდს

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ოფისში
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობაპროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები ინტერნეტი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ღია კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1200 - 1800 (+ ბონუსი 100 - 1500 )
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
გამოცდილება 1 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) B2B მარკეტინგი,ბაზრის კვლევა,ქსელური მარკეტინგი,ელექტრონული კომერციის მარკეტინგიინფორმაციული ტექნოლოგიები ბიზნეს ანალიტიკაგაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები,ზედამხედველობა და მართვა,გაყიდვების მენეჯმენტი,B2C გაყიდვები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
საგანმანათლებლო პროგრამები:
ჟურნალისტიკა, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, სამართალი, სამართალი (ქართულ და ინგლისურენოვანი), ლიდერობა და მენეჯმენტი უმაღლეს განათლებაში (ინგლისურენოვანი), მარკეტინგი, მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა
ენები:
ქართული,რუსული,ინგლისური
ტექნიკური უნარები:
Google Sheets; Salesforce CRM
პიროვნული უნარები:
მოლაპარაკებების წარმოება; პრეზენტაციის უნარები; სატელეფონო კომუნიკაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 0