განცხადების სრული ტექსტი

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.
ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ

ვეძებთ პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მიერ გაყიდული სერვისების სრული ციკლის ეფექტიან მართვას, კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარებას და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომსახურების დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
  • გაყიდული მომსახურების სრული ციკლის კოორდინაცია – მომსახურების მიღებიდან მის სრულად შესრულებასა და დახურვამდე;
  • კლიენტებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და საქმიანი ურთიერთობების მართვა;
  • მომსახურების დროული, ხარისხიანი და შეთანხმებული პირობების შესაბამისად მიწოდების უზრუნველყოფა;
  • მომსახურების პროცესში ჩართული თანამშრომლებისა და შესაბამისი დეპარტამენტების კოორდინაცია;
  • მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისა და შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
  • მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების შემუშავება;
  • მომსახურების პროცესებთან დაკავშირებული მონაცემების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
  • დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ანგარიშგება კომპანიის დირექტორთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მომსახურების ან ოპერაციული მიმართულების მართვის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები:
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ლიდერული და მენეჯერული უნარები;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი.

თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/f55bF

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა განყოფილების მართვა
ინდუსტრია / სფერო:
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 3 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა განყოფილების მართვა
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები