განცხადების სრული ტექსტი

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს:
ა) ნომრით #EF-GE/886
ბ) დანიშნულება: ალაოს და მზა პროდუქციის ტრანსპორტირება

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • დაინტერესებულმა პირებმა მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა გამოაგზავნონ
  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის პირობები:
  • 2027 წლის განმავლობაში გორიდან ნატახტარში თვითმცლელი მანქანებით გადასაზიდი იქნება დაახლოებით 5,000 ტონა ალაო (მარცვლეული); ყოველი ტრანსპორტირებისას მანქანა იტვირთება სრულად.
  • გორიდან ალაოს ტრანსპორტირებაზე შემოთავაზებული ფასი უნდა განისაზღვროს ერთ ტონაზე და შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • 2027 წლის განმავლობაში თბილისის ზღვიდან - ნატახტარში გადასაზიდი იქნება დაახლოებით 166 მანქანა მზა პროდუქცია (ტვირთის წონა 1 მანქანაში 25 ტონამდე)
  • თბილისის ზღვიდან მზა პროდუქციის ტრანსპორტირებაზე შემოთავაზებული ფასი უნდა განისაზღვროს ერთ მანქანაზე და შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • გადახდის პირობა, გადაზიდვის დასრულებიდან 60 კალენდარული დღე.
  • სერვისი გაწეული უნდა იქნეს ეტაპობრივად 2027 წლის განმავლობაში, სს ლომისის მოთხოვნის საფუძველზე.
  • სატრანსპორტო კომპანიამ მანქანის დაყენება უნდა შეძლოს შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 1 დღის ვადაში.

სატენდერო წინადადება (მოთხოვნილი საბუთები დასკანერებული სახით) უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenders@ge.anadoluefes.com levan.kodalashvili@ge.anadoluefes.com

ტენდერთან დაკავშირებით დამატებით კითხვებზე მოიწერეთ შემდეგ მეილზე: levan.kodalashvili@ge.anadoluefes.com; giorgi.stephniashvili@ge.anadoluefes.com

შემოთავაზების მიღება იწყება: 16.11.2026 11:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 30.11.2026 18:00

აპლიკაციის გამოგზავნით ვადასტურებ რომ გავეცანი და ვეთანმხები შემდეგ ვებსაიტებზე განთავსებულ ანადოლუ ეფეს ჯგუფის მომწოდებლიც ქცევის კოდექსს:
https://anadoluefes.com/sayfa/1/759/politikalar

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ტენდერი/კონკურსი ტენდერი
ნახვები
უნიკალური ნახვები