განცხადების სრული ტექსტი

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:
  • შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება;
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე და მეილებზე დროული რეაგირება;
  • თანამშრომლებისთვის და დირექტორებისათვის შეხვედრების ორგანიზება;
  • სტუმრების დახვედრა და შესაბამისი გადამისამართება;
  • საჭირო დოკუმენტაციის თარგმნა რუსულ და ინგლისურ ენებზე;
  • საოფისე-საკანცელარიო ნივთების კონტროლი, შესყიდვები, ანგარიშსწორება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლამდე გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვალება უპირატესობად;
  • დოკუმენტაციასთან და კორესპონდენციასთან მუშაობის ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერულ განვითარებას;
  • გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
  • ანაზღაურება: 1200 ლარი;
  • სამედიცინო დაზღვევას ( ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • კვება;
  • Fitpass;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/lAT1aU4b

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ოფისის მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1200
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,უფასო კვება,ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
გამოცდილება 1 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ოფისის მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი
ენები:
ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები