ვიპ 17 ნოე - 15 დეკ

უსაფრთხოების თანამშრომელი

თბილისი
ვარკეთილი მოლი
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:info@vm.ge

განცხადების სრული ტექსტი

საინვესტიციო კომპანია ურბანიკი და მის პროექტებში შემავალი ახალი სავაჭრო ცენტრი „ვარკეთილი მოლი“ ეძებს კადრებს უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე!
სავაჭრო ცენტრი „ვარკეთილი მოლი - ურბანიკისგან“ მალე იხსნება და გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე თანამშრომლებს უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
  • ვიზიტორებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება;
  • საეჭვო შემთხვევებისა და ინციდენტების დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
  • უსაფრთხოების წესებისა და შიდა რეგულაციების დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ნასამართლობის არქონა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
  • ყურადღებიანობა და დაკვირვების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანი დამოკიდებულება;
  • სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და ადეკვატური რეაგირების უნარი;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ დასაქმებას ახალ სავაჭრო ცენტრში;
  • დროულ ანაზღაურებას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სამუშაო გრაფიკსა და პირობებზე შეთანხმებას.

სამუშაო ადგილი: ვარკეთილი მოლი, თბილისი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ საკონტაქტო ინფორმაცია ან დაგვიკავშირდით: +995 557 28 04 87
შემოუერთდი ვარკეთილი მოლის გუნდს!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
უსაფრთხოება / დაცვა ობიექტის დაცვა
ინდუსტრია / სფერო:
მშენებლობა მშენებლობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
უსაფრთხოება / დაცვა ობიექტის დაცვა
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
მშენებლობა მშენებლობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები