განცხადების სრული ტექსტი

თიბისი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საცალო გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი,

თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, საცალო გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ჰაიდარ აბაშიძის #19
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00 - 19:00 სთ;
პარასკევი - 10:00 - 17:00 სთ;

შრომის ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი

შენი, როგორც საცალო გაყიდვების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:
  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
  • მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
  • არსებული მომხარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.

გამოგვეხმაურე, თუ:
  • გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ სტუდენტი;
  • გაქვს გაყიდვებში მუშაობის მცირედი გამოცდილება;
  • გაქვს მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება;
  • იცი საოფისე პროგრამები

ვეძებთ ჩვენიანს:
  • პასუხისმგებლიანს;
  • დეტალებზე ორიენტირებულს;
  • ორგანიზებულს;
  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
  • საქმეზე კონცენტრირებულს

დაგახვედრებთ:
  • საინტერესო საქმეს;
  • მრავალფეროვნებას;
  • სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/HrIX3wF

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები საცალო გაყიდვები,გაყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
ფინანსები დაზღვევა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
გაყიდვები საცალო გაყიდვები,გაყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ფინანსები დაზღვევა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
სტუდენტებისთვის:
კი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები