განცხადების სრული ტექსტი

ლუკა პოლარე ეძებს ახალ გუნდის წევრს - HR ადმინისტრირების სპეციალისტს.

თუ გაქვს HR ადმინისტრირების გამოცდილება, კარგად ფლობ Selfie-სა და Payroll-ს და გიყვარს ორგანიზებული პროცესების მართვა, გვინდა, რომ ჩვენი გუნდის წევრი გახდე!

ძირითადი მოვალეობები:
  • შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების, ცვლილებისა და შეწყვეტის პროცესის ადმინისტრირება;
  • სახელფასო და პოზიციური ცვლილებების დოკუმენტაციის, მათ შორის ხელშეკრულებების დანართების მომზადება და განახლება;
  • სახელფასო პროცესის (Payroll) სრული ციკლის ადმინისტრირება და კონტროლი;
  • შვებულებების, დეკრეტული შვებულებებისა და ბენეფიტების ადმინისტრირება;
  • HR პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინვოისების მართვა;
  • მივლინებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება;
  • ოფისის ადმინისტრირებისა და ყოველდღიური საორგანიზაციო პროცესებში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • HR ადმინისტრირების მიმართულებით მინ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • Selfie HR პროგრამის სრულყოფილად ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
  • Payroll პროცესების მართვისა და სახელფასო ადმინისტრირების გამოცდილება;
  • Retail ან HoReCa სფეროში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი მოთხოვნა);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • შრომითი კანონმდებლობისა და HR ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • სტაბილურ დასაქმებას მზარდ კომპანიაში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და გამოცდილ გუნდთან თანამშრომლობას.

ვაკანსიის სანახავად გთხოვთ გადადით ბმულზე: https://lucapolare.selfrecruit.ge/s/uLmpQ

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადამიანური რესურსები HR ადმინისტრაცია
ინდუსტრია / სფერო:
წარმოება საკვების წარმოება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 2 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ადამიანური რესურსები HR ადმინისტრაცია
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
წარმოება საკვების წარმოება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
მაგისტრი, ბაკალავრი, საშუალო განათლება, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული,ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები