განცხადების სრული ტექსტი

კომპანია „ტრანსპორტერი“ წარმოადგენს მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრს ამიერკავკასიაში. ტრანპსორტერი ექსკლუზიური დისტრიბუტორია 80-ზე მეტი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ კორპორატიული/B2B გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია.

ძირითადი პირობები:
  • მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • ანაზღაურება: 2000 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები + გაყიდვებზე მიბმული საბონუსე სისტემა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა რელევანტური მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3+ წლიანი გამოცდილება, სასურველია საავტომობილო სფეროში
  • ეფექტური პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ფლობა
  • სასურველია CRM-ში მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა
  • მსუბუქი მანქანის მართვის გამოცდილება/B კატეგორიის მართვის მოწმობა

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური კლიენტების მოძიება: სამიზნე სეგმენტის მუდმივი მონიტორინგი და პოტენციური პარტნიორების (სასტუმროები, საწარმოო/ინდუსტრიული ზონები, მსხვილი ტურისტული ოპერატორები) ბაზის შექმნა/ზრდა
  • B2B კომუნიკაცია და მოლაპარაკებები: ცივი და თბილი ზარების განხორციელება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დანიშვნა და კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია.
  • კომერციული წინადადებების მომზადება: კლიენტის საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული ინდივიდუალური ფასთშემოთავაზებების მომზადება.
  • სეგმენტური გაყიდვების მართვა:
  • ხელშეკრულებების გაფორმება: მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და გაფორმების პროცესის მართვა.
  • ურთიერთობების მართვა: არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან მუდმივი კავშირი, მათი კმაყოფილების მონიტორინგი და სერვისის განახლება/გაფართოება;
  • ანგარიშგება: გაყიდვების გეგმის შესრულების მიმდინარეობისა და აქტივობების შესახებ ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:
1. რეზიუმეების გადარჩევა
2. პირისპირ გასაუბრება

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/8KLrtgzb

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები,გაყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ამანათის/ტვირთის მიწოდება
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 2000 (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 3 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები,გაყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ამანათის/ტვირთის მიწოდება
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ინგლისური
მართვის მოწმობა:
B კატეგორია
ნახვები
უნიკალური ნახვები