ვიპ 

განცხადების სრული ტექსტი
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას ბათუმში შოურუმის კონსულტანტის“- პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე;
- მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს არსებული აქციების შესახებ;
- ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში;
- შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
- საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას;
- მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში;
- შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებები;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
- რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია);
- საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
ანაზღაურება:
- ხელფასი ფიქსირებული 900 ლარი.
- ბონუსი 300-700 ლარი.
- ჯამური ხელფასი 1500-2000 ლარი.
სამუშაო გრაფიკი:
კვირაში 5 სამუშაო დღე 8 სააათიანი გრაფიკით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://midea.selfrecruit.ge/s/cAu5
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო:
- საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი:
- დამწყები რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
- ფიქსირებული 900 (+ ბონუსი 300 - 700 )
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- 0-დან 1 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
- გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
- საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი:
- დამწყები რგოლი
- განათლების დონე(ები):
- ბაკალავრი
- ენები:
- ინგლისური,რუსული