განცხადების სრული ტექსტი

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე, მარნეულში.

პოზიციის მიზანია საკრედიტო ჯგუფის მიერ გაცემული სესხების რაოდენობის ზრდა.

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური კლიენტების მოძიება, სესხის და ბანკის დამატებითი პროდუქტების შეთავაზება;
  • პოტენციური კლიენტისთვის საკრედიტო პროდუქტების პრეზენტაცია;
  • დოკუმენტების ფაილინგი, შესაბამის დეპარტამენტთან გაგზავნა;
  • ჯგუფის პორტფელის ხარისხის კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების შედეგების და მათი პორტფელის მონიტორინგი;
  • ჯგუფის შედეგების მომზადება / პრეზენტაცია დეპარტამენტისთვის;
  • მომსახურების სტანდარტებისა და ბანკში არსებული პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
  • კორესპონდენციის მართვა.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;
  • სამუშაო გამოცდილება: მინ. 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით ბანკში და/ან საკრედიტო ორგანიზაციაში.

სავალდებულო ცოდნა, უნარები:
  • ბიუჯეტირება და ხარჯების მართვა;
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და დაბეგვრის საბაზისო პრინციპები;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • გაყიდვების უნარი, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
  • ჯგუფის ეფექტურად მართვის უნარი: მიზნების განსაზღვრის, დელეგირების, კონტროლის, მოტივაციის, სწავლების და შეფასების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის, დროში განაწილების, მიზნების განსაზღვისა და მიღწევის უნარი;
  • სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;
  • მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, გუნდდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://shorturl.at/jFp7V
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი, 2026.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
საბანკო საკრედიტო ადმინისტრირება,საკრედიტო პორტფელის მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
ფინანსები საბანკო საქმიანობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 2 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
საბანკო საკრედიტო ადმინისტრირება,საკრედიტო პორტფელის მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ფინანსები საბანკო საქმიანობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები