სტანდარტი 

ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:vacancy@pmg.com.ge
განცხადების სრული ტექსტი
სასტუმრო AUROOM BAKURIANI, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ბაკურიანში, ეძებს პასუხისმგებლიან, ყურადღებიან და ტექნიკურ საკითხებში გამოცდილ თანამშრომელს ტექნიკოსის პოზიციაზე.
თუ ხართ დაკვირვებული, დეტალებზე ორიენტირებული, შეგიძლიათ ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა და გსურთ იმუშაოთ მეგობრულ და ჯანსაღ გარემოში, შემოგვიერთდით!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
რას გთავაზობთ AUROOM BAKURIANI:
სამუშაო ადგილი: ბაკურიანი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@pmg.com.ge
შემოგვიერთდით AUROOM BAKURIANI-ს გუნდში!
თუ ხართ დაკვირვებული, დეტალებზე ორიენტირებული, შეგიძლიათ ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა და გსურთ იმუშაოთ მეგობრულ და ჯანსაღ გარემოში, შემოგვიერთდით!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმროს შენობის, ოთახებისა და საერთო სივრცეების ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
- ტექნიკური ხარვეზებისა და დაზიანებების დროული აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება;
- ოთახებში არსებული ტექნიკური მოწყობილობებისა და ინვენტარის გამართულობის შემოწმება;
- საჭიროებისამებრ, მცირე სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
- განათების, ელექტროობის, სანტექნიკისა და სხვა საინჟინრო სისტემების მდგომარეობის კონტროლი;
- ტექნიკური პრობლემების პრევენციაზე ზრუნვა და ხარვეზების დროული აღმოფხვრა კომპეტენციის ფარგლებში;
- საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროს თანამშრომლების დახმარება მძიმე ინვენტარის გადაადგილებაში, მათ შორის ექსტრა საწოლების გადატანასა და განთავსებაში;
- საჭიროებისამებრ, კოლეგებისთვის ფიზიკური დახმარების გაწევა სამუშაო პროცესში;
- აღმოჩენილი მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
- სამუშაო სივრცისა და ტექნიკური ინვენტარის მოწესრიგება;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება, სამსახურებრივი მოვალეობების ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და დაკვირვებულობა;
- ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენისა და შეფასების უნარი;
- ყურადღებიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემების დროული იდენტიფიცირებისა და პრაქტიკული გადაწყვეტის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კოლეგებთან კორექტული და ჯანსაღი კომუნიკაცია;
- ორგანიზებულობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
რას გთავაზობთ AUROOM BAKURIANI:
- მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სამუშაო პერიოდში განთავსებას;
- კვებას;
- შრომის ანაზღაურებას.
სამუშაო ადგილი: ბაკურიანი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@pmg.com.ge
შემოგვიერთდით AUROOM BAKURIANI-ს გუნდში!
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ტექნიკური პროცესების მართვა - ინდუსტრია / სფერო:
- დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი:
- დამწყები რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
- ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ტექნიკური პროცესების მართვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
- დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი:
- დამწყები რგოლი
- განათლების დონე(ები):
- საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, არასრული საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები:
- ქართული