განცხადების სრული ტექსტი

შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას Check-up-ისა და პერსონალიზებული მედიცინის დეპარტამენტის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

თუ ხართ ორგანიზებული, ყურადღებიანი და გსურთ პროფესიული განვითარება მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურების სფეროში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

ძირითადი მოვალეობები:
  • პაციენტების რეგისტრაცია შიდა პროგრამაში და შესაბამისი სერვისებისა და პაკეტების დამატება;
  • პაციენტების ასისტირება და მათი ვიზიტების ორგანიზაციული მხარდაჭერა;
  • კვლევებსა და კონსულტაციებზე თავისუფალი დროების მოძიება, ვიზიტების დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • ექიმებთან და შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაცია მომსახურების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით;
  • პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული და ზუსტი მიწოდება;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტისა და პაციენტთა კმაყოფილების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–17:00;
  • დასვენების დღეები: შაბათი და კვირა;
  • სამუშაო ადგილი: „თოდუას კლინიკის“ სამივე ფილიალი, როტაციული სამუშაო განრიგის შესაბამისად.

ბენეფიტები:
  • Todua Cares – უფასო სამედიცინო მომსახურება;
  • Fitpass – სპორტულ და გამაჯანსაღებელ აქტივობებზე წვდომა;
  • ფინანსური დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევებში (ქორწინება, შვილის დაბადება);
  • სადღესასწაულო ფინანსური ვაუჩერები წელიწადში ორჯერ.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/keA6I1O

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება
ინდუსტრია / სფერო:
ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ინგლისური,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები