განცხადების სრული ტექსტი

„ჯეო მედი“ აცხადებს ვაკანსიას დღის ექთნის დამხმარის (მზრუნველის) პოზიციაზე საექთნო მოვლისა და რეაბილიტაციის ცენტრში საგურამოში.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • კომპანიის ავტომობილით მომსახურებას;
  • სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:
  • პაციენტების ყოველდღიურ მოვლასა და ჰიგიენურ პროცედურებში დახმარება;
  • კვების, გადაადგილებისა და ყოველდღიური აქტივობების პროცესში პაციენტების მხარდაჭერა;
  • პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი და ნებისმიერი ცვლილების შესახებ ექთნის ან უფროსი ექთნის დროული ინფორმირება;
  • პაციენტების ოთახებისა და პირადი სივრცის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება;
  • საექთნო პერსონალის მითითებებისა და შიდა განაწესის დაცვა.

ჩვენი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე ან პაციენტთა მოვლის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ყურადღება დეტალების მიმართ და ემპათიის მაღალი გრძნობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობისა უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი ცვლა, გრაფიკი შეთანხმებით;
  • სამუშაო ადგილი: საექთნო მოვლისა და რეაბილიტაციის ცენტრი საგურამოში.
  • ანაზღაურება: ერთი 8 საათიანი მორიგეობა - 80 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.geomedi@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სამედიცინო საექთნო საქმე
ინდუსტრია / სფერო:
ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
სამედიცინო საექთნო საქმე
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განათლების დონე(ები):
მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი, საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები