განცხადების სრული ტექსტი

ჯეო მედი აცხადებს ვაკანსიას პოზიციებზე : უფროსი ექთანი/ 24-საათიანი ექთანი საექთნო მოვლისა და რეაბილიტაციის
ცენტრში საგურამოში.

უფროსი ექთანი
ჩვენ გთავაზობთ:
  • მაღალ ანაზღაურებას;
  • კომპანიის ავტომობილით მომსახურებას;
  • სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:
  • საექთნო სამსახურის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია;
  • ექთნებისა და მომვლელების სამუშაო პროცესის ზედამხედველობა;
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი;
  • საექთნო პროცედურების შესრულებისა და მოვლის სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • ექიმის დანიშნულებების შესრულების კონტროლი;
  • მედიკამენტების შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის პროცესის ზედამხედველობა;
  • საექთნო დოკუმენტაციის წარმოებისა და განახლების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელ სიტუაციებზე შესაბამისი რეაგირების ორგანიზება;
  • ცენტრის ხელმძღვანელობასთან ყოველდღიური სამუშაო საკითხების კოორდინაცია.

ჩვენი მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული სამედიცინო განათლება;
  • ექთნად მუშაობის გამოცდილება;
  • უფროსი ექთნის ან საექთნო სამსახურის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საექთნო პროცედურებისა და მოვლის სტანდარტების ცოდნა;
  • ორგანიზებისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათი;
სამუშაო ადგილი: საექთნო მოვლისა და რეაბილიტაციის ცენტრი საგურამოში.

24 საათიანი მორიგე ექთანი
ჩვენ გთავაზობთ:
  • მაღალ ანაზღაურებას;
  • კომპანიის ავტომობილით მომსახურებას;
  • სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:
  • პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი ცვლის
  • განმავლობაში;
  • ექიმის დანიშნულებების ზუსტი და დროული შესრულება;
  • საექთნო პროცედურებისა განხორციელება;
  • მედიკამენტების აღრიცხვის, შენახვისა და მიღების წესების დაცვა;
  • საექთნო დოკუმენტაციის წარმოება და მდგომარეობის ცვლილებების დაფიქსირება;
  • ექთნის დამხმარეების (მზრუნველების) საქმიანობის კოორდინაცია ცვლის პერიოდში;
  • გადაუდებელ სიტუაციებზე პირველადი და დროული რეაგირება კომპეტენციის
  • ფარგლებში.

ჩვენი მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული სამედიცინო განათლება;
  • ექთნად მუშაობის გამოცდილება;
  • საექთნო პროცედურებისა და მოვლის სტანდარტების ცოდნა;
  • ორგანიზებისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი მორიგეობა - გრაფიკი შეთანხმებით;
სამუშაო ადგილი: საექთნო მოვლისა და რეაბილიტაციის ცენტრი საგურამოში.
ანაზღაურება: ერთი 24 საათიანი მორიგეობა 130 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.geomedi@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სამედიცინო საექთნო საქმე,თერაპია
ინდუსტრია / სფერო:
ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
სამედიცინო საექთნო საქმე,თერაპია
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები