განცხადების სრული ტექსტი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე, თბილისში, რითეილ სექტორში მოღვაწე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიისთვის.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის ბიზნესგეგმებისა და ადამიანური რესურსების სტრატეგიის შესაბამისად რეკრუტინგის სტრატეგიის, წლიური გეგმისა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის გუნდის ხელმძღვანელობა (4-6 ადამიანი), ფუნქციების განაწილება, სამუშაო პროცესების კოორდინაცია და გუნდის განვითარება;
  • ვაკანსიების დაგეგმვა Hiring Manager-ებთან ერთად, პოზიციების პრიორიტეტიზაცია და შეთანხმებული ვადების დაცვა;
  • შერჩევის სრული პროცესის ხარისხის კონტროლი მოთხოვნის დაზუსტებიდან კანდიდატის შეთავაზებისა და დასაქმების ეტაპამდე;
  • მასობრივი, საოპერაციო, ბექ-ოფისის, მენეჯერული და სპეციალიზებული ვაკანსიების დროული და ეფექტიანი დაკომპლექტების უზრუნველყოფა;
  • რეკრუტინგის არხების, პირდაპირი მოძიების, LinkedIn sourcing-ის, კანდიდატთა ბაზებისა და
  • პარტნიორული წყაროების ეფექტიანობის მართვა;
  • ტალანტების მოზიდვის ახალი მეთოდების, კანდიდატთა pipeline-ებისა და დამსაქმებლის ბრენდის მხარდამჭერი ინიციატივების განვითარება;
  • გასაუბრებისა და შეფასების სტანდარტების, შერჩევის ინსტრუმენტებისა და კანდიდატის გამოცდილების გაუმჯობესება;
  • რეკრუტინგის მეტრიკების time to fill, time to hire, source efficiency, offer acceptance, quality of hire და სხვა მაჩვენებლების ანალიზი;
  • შედეგების პერიოდული ანგარიშგება, პროცესებში არსებული რისკების იდენტიფიცტირება და გაუმჯობესების სამოქმედო გეგმების მომზადება;
  • რეკრუტინგის ბიუჯეტის, გარე მომწოდებლებისა და შესაბამისი პლატფორმების მართვის მხარდაჭერა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის განხრით)
  • აუცილებელია მინ. 5-7 წლიანი გამოცდილება საცალო ვაჭრობის სექტორში ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის მიმართულებით.
  • მთ შორის, მინ. 2-3 წლიანი გამოცდილება რეკრუტინგის გუნდის უშუალო მართვაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიარეთ CV/რეზიუმე აქ: recruitment13@hh.ge

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადამიანური რესურსები რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება,HR პროცესის გაუმჯობესება,HR მენეჯმენტი,HR სტრატეგია
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა,სუპერმარკეტები
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
5-დან 7 წლამდე
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ადამიანური რესურსები რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება,HR პროცესის გაუმჯობესება,HR მენეჯმენტი,HR სტრატეგია
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა,სუპერმარკეტები
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები