სტანდარტი დღეს - 18 დეკ

უფროსი ექთანი

თბილისი, დიდი დიღომი
სტანდარტი

განცხადების სრული ტექსტი

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი (კერძო სასწრაფო) ,,მედ 11“ ეძებს უფროს ექთანს!

ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება: 1000 ლარი
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 (1 სთ შესვენება)
  • ლოკაცია: აღმაშენებლის ხეივანი,(საქალაქო სასამართლოსთან)

შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • საექთნო პერსონალის ბრიგადის ექთნების მუშაობის კოორდინაცია, განრიგის შედგენა და მათი საქმიანობის მონიტორინგი
  • პაციენტებისთვის გაწეული გადაუდებელი საექთნო მომსახურების ხარისხის, პროტოკოლებისა და სტანდარტების კონტროლი (სახარჯი მასალების, პრეპარატების და დოკუმენტაციის კონტრილი)
  • დაქვემდებერებული ექთნების ადაპტაციის, სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის უზრუნველყოფა
  • სპეციალური (ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და მკაცრი აღრიცხვის სხვა) მედიკამენტების მიღების, შენახვის, გაცემისა და განადგურების კონტროლი კანონმდებლობის შესაბამისად
  • სპეციალური მედიკამენტების ხარჯვის ყოველდღიური ჟურნალების, ელექტრონული ბაზებისა და ნაშთების აღრიცხვა-ინვენტარიზაციის წარმოება
  • მედიკამენტების ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების მონიტორინგი
  • საექთნო დოკუმენტაციის, ჟურნალებისა და პაციენტის ბარათების წარმოების სისწორის კონტროლი
  • ინფექციური კონტროლისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა როგორც ბაზაზე, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებში

აუცილებელია რომ :
  • გქონდეს განათლება საექთნო მიმართულებით
  • გქონდეს მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი საექთნო საქმიანობაში
  • გქონდეს მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საექთნო მიმართულებით
  • იცოდე სპეციალური (ფსიქოტროპული/ნარკოტიკული) მედიკამენტების კონტროლის, შენახვისა და აღრიცხვის წესები (კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით)
  • იცოდე საოფისე პროგრამები (MS Office) და სამედიცინო საინფორმაციო სისტემები

გაგვიხარდება თუ:
  • გექნება ხელმძღვანელ / უფროსი ექთნის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • გექნება გამოცდილება გადაუდებელი დახმარების სფეროში

თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://matchup.ge/vacancies/uprosi-ektani/

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სამედიცინო საექთნო საქმე
ინდუსტრია / სფერო:
ჯანდაცვა სამედიცინო პრაქტიკა
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
1-დან 2 წლამდე
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
სამედიცინო საექთნო საქმე
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ჯანდაცვა სამედიცინო პრაქტიკა
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი
საგანმანათლებლო პროგრამები:
საექთნო საქმე
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები