განცხადების სრული ტექსტი

შპს "ნათს ინქორფორეითიდ" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამეურნეო-სამელიორაციო სამუშაოების კოორდინატორი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამეგრელო, სოფელი სეფიეთი
განაკვეთი: სრული

ამ პოზიციის მიზანია თხილის ბაღების ინფრასტრუქტურის (წყლის არხების, შიდა გზებისა და ღობეების) მოწყობის, შეკეთებისა და მოვლის სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია, ამ სამუშაოებში ჩართული პერსონალის ხელმძღვანელობით.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული თხილის ბაღების წყლის არხების გაყვანის, გამართვისა და პერიოდული გაწმენდის ორგანიზება;
  • არხების მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი, დაზიანებების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა, რათა თავიდან იქნას აცილებული ბაღებში წყლის დგომა;
  • ბაღების შიდა გზების შეკეთებისა და მოვლის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება, ტექნიკისა და პერსონალის შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად;
  • ღობეების მდგომარეობის კონტროლი, დაზიანებული მონაკვეთების შეკეთებისა და ახალი ღობეების მოწყობის ორგანიზება;
  • სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობა, დავალებების განაწილება, შესრულებული საქმის მონიტორინგი და შეფასება;
  • საჭირო მასალებისა და ტექნიკის განსაზღვრა, კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • სამუშაოების კოორდინაცია აგრონომიულ გუნდთან, რათა ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეთანხმებული იყოს ბაღის მოვლის გრაფიკთან;
  • საავარიო სიტუაციებზე (წყალდიდობა, არხის ჩაქცევა, ღობის დაზიანება) ოპერატიული რეაგირება;
  • სხვადასხვა პროექტში ჩართულობა, საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ სასურველი უნარ-ჩვევები:
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება (სამშენებლო, მელიორაციის ან აგრარულ სფეროში) ან 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს როლზე;
  • წყლის არხების, მიწის სამუშაოებისა და გზების მოვლის სამუშაოების პრაქტიკული ცოდნა;
  • მიწის სამუშაოების ტექნიკასთან (ექსკავატორი, გრეიდერი და სხვ.) დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზების გამოცდილება;
  • კარგი ლიდერული თვისებები, ხალხის მართვის და სწორი დავალებების მიცემის უნარები;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების კარგი უნარი;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია).

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ- ფოსტაზე: hr@nutsinc.ge და სათაურში "Subject" მიუთითოთ: სამეურნეო-სამელიორაციო სამუშაოების კოორდინატორი.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სოფლის მეურნეობა სარწყავი ინჟინერიაადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა სამეურნეო პროცესების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
სოფლის მეურნეობა მეურნეობა,ფერმერული მეურნეობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 1 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
სოფლის მეურნეობა მეურნეობა,ფერმერული მეურნეობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
ენები:
ქართული
მართვის მოწმობა:
B კატეგორია
ნახვები
უნიკალური ნახვები