განცხადების სრული ტექსტი

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე დიღმისა და ისთ ფოინთის ფილიალებში.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლის მიღება, მისი მოთხოვნების განსაზღვრა;
  • მომხმარებლის სწორად გადამისამართება;
  • მაღაზიაში არსებულ პროცესების და პირობების დეტალური გაცნობა მომხმარებლებისთვის;
  • საჭირო საბუთების (შეკვეთა, ინვოისი, ზედნადები, მიწოდება) გაფორმება;
  • დამატებითი მომსახურებების ჯგუფის სამუშაოს სწორად დაგეგმვა, გადანაწილება, კონტროლი;
  • გაყიდული საქონლის დაბრუნება/გაცვლის დოკუმენტების გაფორმება და პროცესის გაძღოლა;
  • მომხმარებლის პრეტენზიის მიღება და დამუშავება ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სასურველია;
  • უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონზე;
  • საოფისე პროგრამების სამომხარებლო დონეზე ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:
  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • რამოდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა;
  • ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/ საოჯახო);
  • FitPass;
  • კვება;
  • უფასო ტრანსპორტირება;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ckPbzR6b

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა,კლიენტთა მომსახურება
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობასამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1100 (+ ბონუსი)
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,უფასო კვება,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები