განცხადების სრული ტექსტი

ფარმაცევტული კომპანია „ფარმანეტი“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე და იწვევს გუნდში ენერგიულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ კადრებს.

რატომ „ფარმანეტი“? (ჩვენ გთავაზობთ):
  • კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1,500 ლარი (დარიცხული) + გამჭვირვალე და მზარდი ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან;
  • კომფორტულ სამუშაო გრაფიკს: ყოველი მესამე დღე (24 სთ) — თვეში მხოლოდ 10 სამუშაო დღე! (ღამის 01:00-დან დილის 08:00 საათამდე აფთიაქი იკეტება და ფარმაცევტისთვის მოწყობილია კომფორტული მოსასვენებელი სივრცე);
  • სრულად დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
  • უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს: აფთიაქი აღჭურვილია გათბობა-კონდიცირებისა და დაცვის თანამედროვე სისტემებით;
  • მეგობრულ გუნდსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

ლოკაცია: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი №12ა (მეტრო „ღრმაღელესთან“ ახლოს).

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებელთა კვალიფიციური ფარმაცევტული კონსულტაცია და მაღალხარისხიანი მომსახურება;
  • მომხმარებელთა ინფორმირება მედიკამენტების ფასების, ფასდაკლებებისა და მიმდინარე აქციების შესახებ;
  • პროდუქციის მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის პროცესების მართვა;
  • პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების არსებობისა და სისწორის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული ფარმაცევტული განათლება;
  • აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • თავაზიანობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სწრაფი რეაგირების უნარი.

როგორ გამოგვეხმაუროთ?
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR@pharmanet.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — „ფარმაცევტი“) ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 592-00-65-79.

შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია „ფარმანეტმა“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატის შერჩევის მიზნით.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სამედიცინო ფარმაცია
ინდუსტრია / სფერო:
ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1500 (+ ბონუსი)
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
სამედიცინო ფარმაცია
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები