განცხადების სრული ტექსტი

შპს "საქართველოს ფოსტის" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე ბოლნისში (დეკრეტის შემცვლელი)

დასაქმებისტიპი: დროებითი
ხელშეკრულება: დეკრეტის შემცვლელი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 800 ლარი

ძირითადი მოვალეობები:
  • სერვისცენტრის მომხმარებლებისთვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება;
  • მომხმარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა;
  • კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება.

უნარ–ჩვევები:
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გამართულად მეტყველება;
  • გუნდური მუშაობა;
  • მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
  • გასაუბრება ;
  • 2 კვირა მოსამზადებელი ეტაპი.

ამ განცხადების სრული ტექსტი იხილეთ აქ: https://www.gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=3237


ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა,გაყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი სატრანსპორტო/სატვირთო/სარკინიგზო გადაზიდვები
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
დასაქმების ფორმა:
დროებითი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 800

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
0-დან 1 წლამდე
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
გაყიდვები გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა,გაყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი სატრანსპორტო/სატვირთო/სარკინიგზო გადაზიდვები
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ინგლისური,რუსული,ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები