განცხადების სრული ტექსტი

სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.

ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.

კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე საწყობის დეპარტამენტში ქ. რუსთავში.

სამუშაო აღწერილობა
  • საწყობის აღრიცხვის პროგრამაში მუშაობა და შესაბამისი მონაცემების დროული და ზუსტი ასახვა;
  • საწყობში არსებული ნედლეულის, მასალებისა და მზა პროდუქციის რაოდენობრივი აღრიცხვა;
  • საქონლის მიღებისა და გაცემის პროცესში მონაწილეობა, რაოდენობის ფიზიკური შემოწმება და მონაცემების პროგრამაში ასახვა;
  • საწყობის ნაშთების პერიოდული გადამოწმება და ფაქტობრივი რაოდენობების შედარება პროგრამულ მონაცემებთან;
  • გამოვლენილი შეუსაბამობების დაფიქსირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • საწყობში დადგენილი უსაფრთხოების წესებისა და შიდა პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ( SAP: WMS, Dynamics AX, ან სხვა ნებისმიერი სისტემა);
  • საწყობის აღრიცხვის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სიზუსტე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

პროფესიული უნარები:
  • RS.GE სისტემის მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
  • საწყობის აღრიცხვის, ინვენტარიზაციის, ბიზნეს პროცესების პრინციპებისა და სპეციფიკის ცოდნა.
  • დოკუმენტბრუნვა: ოქმები, ზედნადები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები და ა.შ.
  • დაგეგმვისა და საწყობის პროცესების ორგანიზების უნარები;
  • მასალების შენახვის სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • დოკუმენტებთან და პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობა, დისციპლინა და გუნდური მუშაობის უნარები.

დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები).
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (ორშ-პარ)
კორპ.დაზღვევა

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბილისი წითელი ხიდის მე-17 კმ

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/CjgJ3i9b

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
ინდუსტრია / სფერო:
მშენებლობა სამშენებლო მასალები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1500
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
მშენებლობა სამშენებლო მასალები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები