ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:drohealthy@gmail.com
განცხადების სრული ტექსტი
Dro Fresh Bar არის ჯანსაღი კვების კონცეფციის ბარი, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავნრეგოთ ჯანსაღი და ხარისხიანი კვება საქართველოში.
ვაკანსია: სამზარეულოს მენეჯერი
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00)
ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და გამოცდილ სამზარეულოს მენეჯერს, რომელიც მართავს კვების წარმოების პროცესს, უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხს, სტანდარტების დაცვას და ოპერაციების გამართულ მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები:
- სამზარეულოს ყოველდღიური პროცესის დაგეგმვა და მართვა
- პროდუქციის ხარისხისა და სტანდარტების კონტროლი
- ნედლეულის მარაგების კონტროლი და დანაკარგების შემცირება
- გუნდის მართვა: თანამშრომლების განაწილება, კონტროლი და შეფასება
- ობიექტზე მიმდინარე ოპერაციების უწყვეტობის უზრუნველყოფა
- ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის ნორმების დაცვა
- პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა
- მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშგების მომზადება-
- პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის Fina პროგრამაში შეყვანა და კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია საწარმოს მიმართულებით)
- კვების წარმოების პროცესების კარგი ცოდნა
- ხარისხის კონტროლის და ჰიგიენური ნორმების ცოდნა
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდის მართვის გამოცდილება
- სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი
- პრობლემების გადაჭრის უნარი
- Microsoft Office-ის საბაზისო ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- მეგობრულ და პროფესიულ გუნდს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: drohealthy@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- სასტუმრო / რესტორანი / კვება
სამზარეულოს ოპერაციების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო:
- დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი:
- დამწყები რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
- სასტუმრო / რესტორანი / კვება
სამზარეულოს ოპერაციების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
- დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი:
- დამწყები რგოლი
- განათლების დონე(ები):
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები:
- ქართული