განცხადების სრული ტექსტი

,,დასაქმების სააგენტო HR'' აცხადებს ვაკანსიას ფიტნესკლუბის მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი პრემიუმ ფიტნეს დარბაზისთვის თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:
  • ფიტნესკლუბის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების დაგეგმვა, კოორდინაცია და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
  • • რესეფშენის, ტრენერებისა და სხვა საოპერაციო გუნდის სამუშაო გრაფიკების, დავალებებისა და პრიორიტეტების მართვა;
  • • თანამშრომლების ჩართულობის, დისციპლინის, მომსახურების სტანდარტებისა და შესრულების ხარისხის კონტროლი; ახალი თანამშრომლების ადაპტაციის მხარდაჭერა;
  • • ინდივიდუალური და კორპორაციული წევრობის, პაკეტებისა და დამატებითი სერვისების გაყიდვების პროცესის მართვა და შედეგების მონიტორინგი;
  • • ახალი მომხმარებლების მოზიდვის, წევრობის განახლების, მომხმარებლების შენარჩუნებისა და ლოიალობის გაზრდის აქტივობების განხორციელება;
  • • მომხმარებლების უკუკავშირის, პრეტენზიებისა და სერვისთან დაკავშირებული საკითხების დროული და კორექტული მართვა;
  • • კლუბის სისუფთავის, უსაფრთხოებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვის კონტროლი; ინვენტარისა და ტრენაჟორების მდგომარეობის მონიტორინგი და ტექნიკურ სამსახურებთან კოორდინაცია;
  • • ჯგუფური ვარჯიშებისა და ტრენერების განრიგის კოორდინაცია, კლუბის სიმძლავრეების ეფექტიანი გამოყენება;
  • • გაყიდვების, დასწრების, აქტიური წევრობის, განახლებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებლების ანალიზი და რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
  • • მარკეტინგული აქტივობების, აქციებისა და პარტნიორული შეთავაზებების განხორციელების მხარდაჭერა;
  • • ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების მონიტორინგი და რეპორტინგი — P&L-ზე სრული პასუხისმგებლობის გარეშე..

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ფიტნესის/სპა და wellness/სარესტორნო ინდუსტრიებში (ჯამური 5 წლიანი გამოცდილება სფეროში);
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია CRM და POS პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი დეტალები:
  • სამუშაო კვირა: 5 სამუშაო დღე; 40 სამუშაო საათი კვირაში'
  • ლოკაცია - საბურთალო.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე მისამართზე: recruitment2@hh.ge

წარმატებებს გისურვებთ!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა საოპერაციო პროცესების მართვა,საოპერაციო მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
ველნესი და ფიტნესი ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
3-დან 5 წლამდე
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა საოპერაციო პროცესების მართვა,საოპერაციო მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ველნესი და ფიტნესი ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
ენები:
ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები