განცხადების სრული ტექსტი

„ორკინი საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას მარაგების კონტროლის, შესყიდვებისა და უზრუნველყოფის სამსახურში.

მიიღეთ გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით. სამსახურის პასუხისმგებლობა არის კომპანიის ოპერაციებისთვის საჭiრო პროდუქტების და მომსახურებების შესყიდვა და უზრუნველყოფა. „ორკინი საქართველო“ (www.orkin.ge) (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International, რომელიც მსოფლიოს 65 ქვეყანაში ემსახურება ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).

პირობები და სხვა დეტალები:
  • გრაფიკი: სრული, სტანდარტული განაკვეთი
  • მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 71 (ვაჟა-ფშაველას მეტროდან 2 წუთის სავალზე)
  • ანაზღაურება: გასაუბრების მიხედვით, გამოცდილებასთან შესაბამისი
  • ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დამატებითი ბენეფიტებით

როლი და პასუხისმგებლობები:
  • შესყიდვების პროცესის სრული ციკლის წარმართვა და კონტროლი, მათ შორის ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან თანამშრომლობა, მოლაპარაკებების წარმოება და საუკეთესო პირობების შერჩევა;
  • მარაგების მართვა, კონტროლი და საჭიროებების პროგნოზირება;
  • ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვა;
  • ავტოპარკთან დაკავშირებული შემდეგი პროცესის წარმართვა: ავტომობილების დაზღვევა, დაბრენდვა, პარკირების კამერით და მანქანის სხვა აქსესუარებით აღჭურვა;
  • საოპერაციო ლიზინგის პროცესების წარმართვა კომპანიის საჭიროებების შესაბამისად;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი ლოჯისტიკური პროცესების, ტრანსპორტირებისა და იმპორტთან დაკავშირებული პროცედურების მართვა და კოორდინაცია;
  • კომპანიის საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო პირობების მოძიება, შეთავაზებების შედარება, ხელშეკრულებების გაფორმება და ვადების კონტროლი;
  • ქიმიური პროდუქტების აღრიცხვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა, ასევე ახალი პროდუქტების რეგისტრაციის პროცესის კოორდინაცია;
  • შესყიდვებთან, ლოჯისტიკასთან და ადმინისტრაციულ პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება და შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია, უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ლოგისტიკის ან შესაბამისი მიმართულებით;
  • საოფისე-ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება
  • მრავალფეროვანი სამუშაო პროცესების მართვის უნარი
  • აუცილებელია წერილობითი და ზეპირი კორესპონდენციის კარგი უნარი
  • სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია MS Office პროგრამების ცოდნა მინიმუმ საბაზისო დონეზე ცოდნა

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
  • ინტერესი, ინიციატივა და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია;
  • პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, სისტემებთან და ადამიანებთან ურთიერთობაში;
  • გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
  • უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
  • კანდიდატი სასურველია, იმედით, ინტერესითა და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს
  • კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
  • კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად
  • აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს სურვილი და ამბიცია, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
  • მუდმივად ეცადოს დეტალების გამოძიება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს დეტალების გადამოწმება და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ მეილზე: mariam.zakaidze@orkin.ge. აუცილებელია, Subject-ში მითითებული იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
შესყიდვები შესყიდვების ანალიტიკა,შესყიდვა-გადახდის პროცესის ოპტიმიზაცია,სხვა
ინდუსტრია / სფერო:
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,საწვავის ხარჯების ანაზღაურება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 2 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
შესყიდვები შესყიდვების ანალიტიკა,შესყიდვა-გადახდის პროცესის ოპტიმიზაცია,სხვა
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
ენები:
ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები