სტანდარტი დღეს - 24 დეკ

მთავარი ბუღალტერი

თბილისი
Sunrise Hospitality Group
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:hr@alfredo-trattoria.com

განცხადების სრული ტექსტი

Sunrise Hospitality Group ეძებს კვალიფიციურ და გამოცდილ მთავარ ბუღალტერს, რომელიც უხელმძღვანელებს ჯგუფში შემავალი ორივე კომპანიის ფინანსურ და საბუღალტრო პროცესების მართვას, უზრუნველყოფს ანგარიშგების გამართულ წარმოებას.

ძირითადი მოვალეობები
  • ორი კომპანიის ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, შესაბამისი დეკლარაციებისა და საგადასახადო დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა.
  • ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების ადმინისტრირება, საგადასახადო ვალდებულებებისა და ვადების კონტროლი.
  • თანამშრომელთა სახელფასო აღრიცხვის წარმოება, მათ შორის უცხოელი თანამშრომლების შემთხვევაშიც
  • რესტორნების ყოველთვიური ფინანსური შედეგების შეჯამება და P&L ანგარიშების მომზადება.
  • მარაგების, პროდუქციის თვითღირებულების (COGS), ინვენტარიზაციისა და საოპერაციო ხარჯების აღრიცხვა და კონტროლი.
  • საბანკო ოპერაციების, სალარო ნაშთებისა და მომწოდებლებთან ანგარიშსწორებების აღრიცხვა და შეჯერება.
  • POS სისტემის, საბანკო ტერმინალებისა და Wolt/Glovo პლატფორმების მონაცემების ფინანსურ ჩანაწერებთან შეჯერება.
  • კომპანიებს შორის ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების მომზადება.
  • წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება და შესაბამის სახელმწიფო უწყებებში წარდგენა.
  • ფინანსური დოკუმენტაციის მოწესრიგება და შემოსავლების სამსახურთან საჭირო კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით.
  • საქართველოში ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება.
  • RS.ge-ზე საგადასახადო დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადებისა და წარდგენის პრაქტიკული გამოცდილება.
  • მინიმუმ 50 თანამშრომლის სახელფასო აღრიცხვის გამოცდილება.
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შრომითი კანონმდებლობის ცოდნა.
  • ფინანსური ანგარიშგებისა და მენეჯმენტისთვის P&L ანგარიშების მომზადების გამოცდილება.
  • Excel-ის ან Google Sheets-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და აუცილებელია ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ფლობა.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება
  • რესტორნის, სასტუმროს ან საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • მარაგების, ინვენტარიზაციისა და პროდუქციის თვითღირებულების მართვის ცოდნა.
  • Oris, FINA, 1C ან Odoo პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
  • GFPAA, ACCA ან სხვა პროფესიული სერტიფიკატი.
  • რამდენიმე კომპანიის ერთდროული საბუღალტრო აღრიცხვის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ
  • ანაზღაურება 3000 ლარიდან, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
  • კვებას კომპანიის რესტორნებში.
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV მეილზე, სახელწოდებით ,,მთავარი ბუღალტერი’’ მეილი: hr@alfredo-trattoria.com

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
ინდუსტრია / სფერო:
დასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 3000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 4 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
დასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ქართული,ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები