ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის უფროსი ანალიტიკოსი
თბილისი, საბურთალო, ალ.ყაზბეგის გამზ.
თბილისი, საბურთალო, პეკინის ქ.
განცხადების სრული ტექსტი
„ჯიაიჯი ჰოლდინგი“ აცხადებს ბიუჯეტირების და რეპორტინგის უფროსი ანალიტიკოსის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ჰოლდინგის კომპანიების ყოველთვიური, კვარტალური, წლიური, მენეჯერული რეპორტების მომზადება, ბიუჯეტთან და წინა პერიოდებთან გადახრების ანალიზი;
- ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ყოველთვიური, წლიური ბიუჯეტების მომზადება, ანალიზი;
- ანგარიშგებებისა და ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება სხვა განყოფილებებიდან;
- პარტნიორი კომპანიებიდან ანგარიშგებებისა და ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება;
- ანგარიშგებისთვის საჭირო ახალი ფორმების/მოდელების დანერგვა;
- ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში არსებული მიმდინარე პროექტების მონიტორინგი;
- ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში ERP პროგრამაში მენეჯერული რეპორტების დანერგვა;
- ჰოლდინგში შემავალი კომპანიების პერიოდული პროგნოზების მომზადება/ანალიზი;
- სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება;
- უშუალო მენეჯერის დავალებით განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა შესაძლო საკითხებზე მუშაობა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსების, აუდიტის ან ზოგადი მენეჯმენტის განხრით;
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბიუჯეტირების ან რეპორტინგის სფეროში;
- Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel-ის ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
სასურველი პიროვნული მახასიათებლები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2ა / პეკინის გამზირი 34;
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, საწევროს დაფინანსება Snap Fitness-ში.
განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-CCWXHQ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- ბუღალტერია / ფინანსები
ბიუჯეტირება და პროგნოზირება,ფინანსური ანალიზი - ინდუსტრია / სფერო:
- ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი:
- უფროსი რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
- ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,კორპორატიული მობილური პაკეტი
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
- ბუღალტერია / ფინანსები
ბიუჯეტირება და პროგნოზირება,ფინანსური ანალიზი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
- ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი:
- უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები):
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები:
- ინგლისური,რუსული,ქართული
