განცხადების სრული ტექსტი

„სუფთა სამყარო“ ეძებს ვიდეოგრაფს, რომელიც ჩვენი სოციალური ქსელებისთვის ცოცხალ და დასამახსოვრებელ ვიდეოებს შექმნის.

ვიღებთ მოკლე, 1-2 წუთიან ვერტიკალურ ვიდეოებს. ზოგში წამყვანი კამერას ესაუბრება, ზოგში კი სხვადასხვა ობიექტზე დასუფთავების პროცესს ვაჩვენებთ: ხედავ, როგორ იცვლება სივრცე შენს თვალწინ.

რატომ ჩვენთან
  • შემოქმედებითი თავისუფლება. სცენარს ჩვენ მოგაწვდით, ვიზუალურ გადაწყვეტას კი შენ განსაზღვრავ: რა კადრით დაიწყება ვიდეო, რას დაინახავს მაყურებელი წამყვანის საუბრის დროს და რა დამატებითი კადრები დაგჭირდება. თუ ტექსტის გაუმჯობესება გინდა, შემოგვთავაზე და გადაღებამდე შევათანხმებთ.
  • სრული ციკლი შენს ხელშია. ვიდეოს იდეიდან გამოქვეყნებამდე მიიყვან და ყოველი ნამუშევარი შენი ხელწერით გამოვა.
  • კვირაში 4 სამუშაო დღე. დანარჩენი დრო შენია.
  • სტაბილური შემოსავალი. ანაზღაურება ყოველთვიურია და ზუსტი თანხები ქვემოთ წერია.
  • ყველაფერი გადაღებისთვის. დასუფთავების ინვენტარსა და საშუალებებს კომპანია უზრუნველყოფს.

რას გააკეთებ
  • დაგეგმავ გადაღებას. შეარჩევ ლოკაციას, შეადგენ ძირითადი და დამატებითი კადრების გეგმას და მონაწილეებთან შეათანხმებ ადგილსა და დროს.
  • მოამზადებ ყველაფერს გადასაღებად. განსაზღვრავ, რა ინვენტარი დაგჭირდება, და წინასწარ მიაწვდი ჩამონათვალს მომარაგების სამსახურს.
  • გაუძღვები გადაღებას. გამართავ განათებასა და ხმას, მისცემ მითითებებს კადრში მონაწილეებს და გადაიღებ დაგეგმილ მასალას.
  • დაამონტაჟებ და ჩააბარებ ვიდეოს. დაამუშავებ ხმას, საჭიროებისამებრ დაამატებ ქართულ სუბტიტრებს, შეიტან შესწორებებს და მასალას Google Drive-ზე ატვირთავ.

ჩვენ შენ ეძებთ, თუ:
  • გაქვს მოკლე ვიდეოების გადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება.
  • იცი, როგორ დაიწყო ვიდეო ისე, რომ მაყურებელმა ბოლომდე უყუროს.
  • ნებისმიერ ლოკაციაზე შეგიძლია კადრის აწყობა, განათების გამართვა და სუფთა ხმის ჩაწერა.
  • ამონტაჟებ ვერტიკალურ ვიდეოებს სოციალური ქსელებისთვის, CapCut-ში ან სხვა პროგრამაში.
  • შეგიძლია არაპროფესიონალ მონაწილეებს კამერასთან თავი კომფორტულად აგრძნობინო.
  • გაქვს საკუთარი ტექნიკა: ტელეფონი ან კამერა, მიკროფონი, განათება და შტატივი.
  • დამოუკიდებლად აწყობ პროცესს და ვიდეოს შეთანხმებულ ვადაში აბარებ.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება
  • კვირაში 4 სამუშაო დღე: ორი დღე 11:00–16:00 და ორი დღე 11:00–19:00, ერთსაათიანი შესვენებით.
  • სამუშაო დღეებს წინასწარ ვათანხმებთ. გადაღებები ტარდება თბილისში, ოფისში და სხვა ლოკაციებზე. საჭიროების შემთხვევაში, ერთი სამუშაო დღე შეიძლება შაბათს დაემთხვეს.
  • გამოსაცდელი ვადა (3 თვე): 1,600 ₾ ხელზე.
  • გამოსაცდელი ვადის შემდეგ: 2,000 ₾ ხელზე.

როგორ გამოგვეხმაურო
შეავსე სააპლიკაციო ფორმა და ატვირთე რეზიუმე:https://cleanworld.selfrecruit.ge/s/ATcvR
რეზიუმეში აუცილებლად მიუთითე: 2-3 ვიდეოს ბმული, სასურველია ვერტიკალური
აღწერე თითოეულ ვიდეოში რომელი ნაწილი შეასრულე თავად: დაგეგმვა, გადაღება თუ მონტაჟი. კარგი იქნება, თუ ერთ-ერთ ვიდეოზე სამივე ეტაპი შენია რა ტექნიკით მუშაობ
განაცხადებს ვიდეოების ბმულების გარეშე ვერ განვიხილავთ.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ხელოვნება / მედია ვიდეოგრაფია,ვიდეო მონტაჟი
ინდუსტრია / სფერო:
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ხელოვნება / მედია ვიდეოგრაფია,ვიდეო მონტაჟი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები