განცხადების სრული ტექსტი

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტია აცხადებს ვაკანსიას დეველოპერული პროექტების კლიენტთა მოზიდვის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:
  • სერვის ცენტრში გამოყოფილ სპეციალიზებულ სივრცეში მოსული მომხმარებლებისთვის პარტნიორი დეველოპერების პროექტების დეტალური გაცნობა,ბინების შერჩევა და ეფექტური ვიზუალური თუ შინაარსობრივი პრეზენტაციის ჩატარება;
  • პოტენციურ კლიენტთა ბაზებთან აქტიური მუშაობა, გამავალი სატელეფონო ზარების (Outbound Calls) განხორციელება, მომხმარებელთა დაინტერესება და შეხვედრების დაგეგმვა;
  • მომხმარებლის საჭიროებების, ბიუჯეტისა და ფინანსური შესაძლებლობების პირველადი შეფასება მხოლოდ რეალური ინტერესისა და მსყიდველობითი უნარის მქონე (ხარისხიანი და ვალიდური) ლიდების ფილტრაციისა და ჩამოყალიბების მიზნით;
  • იპოთეკური სესხის პირობების პირველადი გაცნობა და დაინტერესებული კლიენტების გადამისამართება პასუხისმგებელ ბანკირთან;
  • კვალიფიცირებული ლიდების შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით ოპერატიულად გადაგზავნა შესაბამის ბანკირთან (იპოთეკური სესხის დასამუშავებლად) და დეველოპერულ კომპანიასთან (ბინის დაჯავშნისა და ხელშეკრულების გაფორმებისთვის);
  • განხორციელებული ზარების, შეხვედრებისა და გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული აღრიცხვა და რეპორტინგი;
  • პარტნიორი დეველოპერების პროექტების, ფასების, მიმდინარე აქციებისა და თავისუფალი ბინების კატალოგის დეტალური და აქტუალური ფლობა;
  • ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან,კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი -ეკონომიკა/ფინანსები/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება;
  • სამუშაო გამოცდილება: საბანკო საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;

აუცილებელი ცოდნა და უნარები:
  • საქართველოს ბანკის პროდუქტები;
  • მომსახურების სტანდარტები;
  • ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • გამართული, დამაჯერებელი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გაყიდვების,დარწმუნებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარები;
  • სამუშაო ამოცანების სწორად გადანაწილების და მათი შესრულების კონტროლის უნარი;
  • დაგეგმვის და სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/developeruli-proektebis-klientta-mozidvis-menejeri-tbilisi-tbilisi-RxYJht?source=Hr.ge
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 11 დეკემბერი, 2026.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
საბანკო მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია,საცალო საბანკო მომსახურებაადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების კოორდინირება
ინდუსტრია / სფერო:
ფინანსები საბანკო საქმიანობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
1-დან 2 წლამდე
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
საბანკო მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია,საცალო საბანკო მომსახურებაადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების კოორდინირება
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ფინანსები საბანკო საქმიანობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი
ენები:
ქართული,ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები