განცხადების სრული ტექსტი

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

„არქი“-ში ვეძებთ ვიდეოგრაფს

მისი ფუნქციები იქნება:
  • ბრენდისა და მისი მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება და ვიდეომასალის უზრუნველყოფა სხვადასხვა პლატფორმისათვის;
  • „არქი“-ს და მასთან დაკავშირებული სოციალური გვერდებისათვის ვიდეოკონტენტის შექმნა;
  • კომპანიის შიდა და გარე ღონისძიებების, კორპორაციული, სარეკლამო, საიმიჯო, მარკეტინგული, HR და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების ვიდეოგადაღება;
  • ვიდეოგადაღების პროცესის ორგანიზება და განხორციელება;
  • ვიდეომასალის პროფესიონალური მონტაჟი და საბოლოო პროდუქტის დამუშავება;
  • სხვადასხვა ციფრული პლატფორმისა და საკომუნიკაციო არხის მოთხოვნების შესაბამისად ვიდეოკონტენტის ადაპტირება;
  • ვიდეომასალის ხარისხის, ვიზუალური სტილისა და კომპანიის ბრენდულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ვიდეომასალის სისტემატიზაცია, კატეგორიზაცია და ციფრული არქივის წარმოება;
  • ვიდეოტექნიკისა და დრონის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მათი სათანადო მოვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შესაბამისი პროფესიული განათლება ან ვიდეოგრაფიის მიმართულებით გავლილი სპეციალიზებული კურსები ჩაითვლება უპირატესობად;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია საკუთარი პროფესიონალური ფოტოაპარატის, დრონისა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის ქონა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ხელოვნება / მედია ვიდეოგრაფია
ინდუსტრია / სფერო:
მშენებლობა მშენებლობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 2 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ხელოვნება / მედია ვიდეოგრაფია
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
მშენებლობა მშენებლობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები