განცხადების სრული ტექსტი

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

„არქი“-ში ვეძებთ ფოტოგრაფს და მისი ფუნქციები იქნება:
  • ბრენდისა და მისი მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება და ფოტომასალის უზრუნველყოფა სხვადასხვა პლატფორმისათვის;
  • „არქი“-ს და მასთან დაკავშირებული სოციალური გვერდებისათვის ფოტოკონტენტის შექმნა;
  • კომპანიის კორპორაციული, სარეკლამო, მარკეტინგული, HR და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების/ღონისძიებების ფოტოგადაღება;
  • ფოტოგადაღების პროცესის ორგანიზება და განხორციელება;
  • გადაღებული ფოტომასალის პროფესიონალური დამუშავება და საჭირო ფორმატში მომზადება;
  • ფოტომასალის ხარისხის, ვიზუალური სტილისა და კომპანიის ბრენდულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ფოტომასალის სისტემატიზაცია, კატეგორიზაცია და ციფრული არქივის წარმოება;
  • ფოტოგადაღებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის გამართული მუშაობისა და მზადყოფნის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შესაბამისი პროფესიული განათლება ან ფოტოგრაფიის მიმართულებით გავლილი სპეციალიზებული კურსები ჩაითვლება უპირატესობად
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია საკუთარი პროფესიონალური ფოტოაპარატისა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის ქონა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ხელოვნება / მედია ფოტოგრაფია
ინდუსტრია / სფერო:
მშენებლობა მშენებლობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 2 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ხელოვნება / მედია ფოტოგრაფია
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
მშენებლობა მშენებლობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, სხვა
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები