განცხადების სრული ტექსტი

კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ.)

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

კომპანია: ბორან ლაითი (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია)
მისამართი: ქ.თბილისი, მარნეულის ქ.N44
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 – 17:30
ანაზღაურება: 1500 ლარი.

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის მუშის (დამხმარე თანამშრომლის) პოზიციაზე თბილისში.

მოვალეობები:
  • სამუშაო სივრცის რეგულარული დალაგება და სისუფთავის შენარჩუნება.
  • მტვრის, ნარჩენების და სხვა დაბინძურების დროული აღმოფხვრა.
  • ტვირთის სწორად განთავსებაში დახმარება.
  • საწყობის შიგნით პროდუქციის გადაადგილება საჭიროების მიხედვით.
  • შეკვეთილი პროდუქციის შეფუთვაში დახმარება.
  • ყუთების, თაროებისა და სხვა ინვენტარის მოწესრიგება.
  • ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა;
  • დისციპლინა და პუნქტუალურობა;
  • ფიზიკურად მუშაობის მზადყოფნა;
  • სწრაფად სწავლის და ადაპტაციის უნარი.

პირობები:
  • სტაბილური სამუშაო;
  • მეგობრული გარემო;
  • დროული ანაზღაურება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში,

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
ინდუსტრია / სფერო:
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები