განცხადების სრული ტექსტი
კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სპეციალისტი
ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.
ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ
ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც ხარისხის მართვის ხელმძღვანელთან ერთად იმუშავებს მოქმედი ხარისხის მართვის სისტემის ფარგლებში და უზრუნველყოფს ყოველდღიური ამოცანების შესრულებას, დოკუმენტბრუნვასა და შეთანხმებული ღონისძიებების მონიტორინგს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ
ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც ხარისხის მართვის ხელმძღვანელთან ერთად იმუშავებს მოქმედი ხარისხის მართვის სისტემის ფარგლებში და უზრუნველყოფს ყოველდღიური ამოცანების შესრულებას, დოკუმენტბრუნვასა და შეთანხმებული ღონისძიებების მონიტორინგს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ხარისხის მართვის დოკუმენტბრუნვის წარმოება: დოკუმენტებისა და ჩანაწერების მოწესრიგება, განახლების კოორდინაცია და დადგენილი წესით შენახვა;
- მოქმედი პროცედურების შესრულების მონიტორინგი და გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება;
- ხელმძღვანელთან შეთანხმებული გეგმით შიდა აუდიტების ჩატარება და შედეგების დოკუმენტირება;
- სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლის რეპორტების დამუშავება და შესაბამის პროგრამაში ასახვა;
- შეუსაბამობების რეგისტრაცია, მაკორექტირებელი ქმედებების შესრულების ვადებისა და სტატუსების მონიტორინგი;
- შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციისა და ჩანაწერების შეგროვება;
- გარე აუდიტებისთვის დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- შესრულებული სამუშაოებისა და მიმდინარე საკითხების შესახებ ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ISO 9001-ის ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- დოკუმენტაციასთან მუშაობისა და ანგარიშების მომზადების უნარი;
- საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის ან Google Sheets-ის ცოდნა;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ყურადღება და ვადების დაცვა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და თანამშრომლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- ხარისხის მართვის ან დოკუმენტბრუნვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- შიდა აუდიტების ჩატარების გამოცდილება ან შესაბამისი სწავლება;
- საწარმოო ან სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- ClickUp-სა და Google Workspace-ში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ყურადღება;
- ორგანიზებულობა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების დასაბუთების უნარი;
- სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტიანი კომუნიკაცია;
- შეთანხმებული ქმედებების შესრულებისა და ვადების კონტროლის უნარი.
თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/WLv5W
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი - ინდუსტრია / სფერო:
- სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი:
- დამწყები რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
- ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
- სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი:
- დამწყები რგოლი
- განათლების დონე(ები):
- ბაკალავრი
- ენები:
- ინგლისური
