განცხადების სრული ტექსტი

"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან. "ფინბიურო" აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

„ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე
ანაზღაურება: 1500ლ

სამუშაოს აღწერა:
  • დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი;
  • სარჩელების მომზადება;
  • პრობლემურ მსესხებლებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება;
  • თანამშრომლებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • თანამშრომლებისგან დაფიქსირებული საკითხების მართვა შესაბამის პროგრამაში;
  • იძულებითი აღსრულების ეტაპზე გადაყვანის მოთხოვნის განხილვა;
  • სახელშეკრულებო დოკუმენტაციის ანალიზი და შედგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; MS Outlook);
  • ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

კომპეტენციები და უნარები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "იურისტი - თბილისი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
იურიდიული იურისპრუდენცია
ინდუსტრია / სფერო:
ფინანსები საბანკო საქმიანობა,ფინანსური მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
ენები:
ინგლისური,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები