განცხადების სრული ტექსტი

სამშენებლო კომპანია „ადლი“ - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეებისა და პერიმეტრის დამცავი ბადეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით :
  • მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
  • კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
  • კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
  • სამსახურეობრივი მიზნებისთვის, ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
  • Fitpass - ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off -ს;
  • ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე.

სამშენებლო კომპანია „ ადლი“ - ში ვეძებთ გუნდის წევრს „სამშენებლო პროექტების ტექნიკური მენეჯერი“-ს თანამდებობაზე

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები :
  • კომპანიის მიმდინარე და დაგეგმილი სამშენებლო პროექტების ტექნიკური პროცესების კოორდინაცია და კონტროლი, პროექტების ყველა ფაზის გათვალისწინებით, დაგეგმვიდან დასრულებამდე;
  • სხვადასხვა პროექტის ტექნიკური მდგომარეობის, შესრულების ხარისხისა და საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის სისტემატური მონიტორინგი;
  • სამშენებლო პროექტების ტექნიკური გეგმების, სამუშაოების ეტაპებისა და შესრულების ვადების შეფასება და მათი ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • პროექტების ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და სხვა სპეციალისტების) მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასება;
  • პროექტის განხორციელების პროცესში გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების, შეუსაბამობებისა და რისკების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
  • საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების ტექნიკური მიზანშეწონილობის შეფასება, ცვლილებების დასაბუთება და შესაბამის მხარეებთან შეთანხმების პროცესში მონაწილეობა;
  • კომპანიის ყველა მიმდინარე პროექტის ფარგლებში ტექნიკური პრობლემების ანალიზი და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების განსაზღვრა;
  • პროექტების მიმდინარეობის გრაფიკების მონიტორინგი, დაგეგმილი და ფაქტობრივი შესრულების შედარება, შესაძლო ჩამორჩენების გამოვლენა და გამოსასწორებელი ღონისძიებების შემუშავება;
  • პროექტების შეთანხმებული ბიუჯეტების შესრულების მონიტორინგი, ფინანსური გადახრებისა და დამატებითი დანახარჯების გამომწვევი ტექნიკური მიზეზების შეფასება;
  • კონტრაქტორებთან, დამპროექტებლებთან, ინჟინრებთან და პროექტებში ჩართულ სხვა პასუხისმგებელ პირებთან ეფექტიანი სამუშაო კომუნიკაციის უზრუნველყოფა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით
  • პროექტების ეტაპობრივი და საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა და ტექნიკური შესაბამისობის შეფასება;
  • პროექტების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის, მათ შორის ტექნიკური მდგომარეობის, შესრულების ხარისხის, ვადების, ბიუჯეტისა და არსებული რისკების შესახებ;
  • პროექტებში ჩართული პასუხისმგებელი პირების საქმიანობის ტექნიკური მიმართულებით კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში მათი შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
  • სამშენებლო პროცესების გაუმჯობესების, ტექნიკური სტანდარტების დანერგვისა და კომპანიის მასშტაბით ერთიანი ტექნიკური მიდგომების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

ძირითადი მოთხოვნები, პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; ( სავალდებულოა )
  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო კუთხით, მათ შორის პროექტის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; (მნიშვნელოვანი უპირატესობა მიენიჭება, მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობაზე მუშაობის გამოცდილებას)
  • პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; (Microsoft Suit, Archicad, Autocad )
  • უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული);
  • გუნდის მართვის უნარი;
  • პროექტის მართვის ცოდნა და უნარი;
  • სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი ;
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
  • პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
  • ლოგიკურ - ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა ;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე : vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „სამშენებლო პროექტების მენეჯერი “

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 27 დეკემბერი, 2026 წელი

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.adli.ge

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისთვის გადაცემას და აღნიშნული მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადებას. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიაზე კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მიზნებისათვის. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებისა და/ან თანამშრომლების მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, ხოლო შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული და/ან ამობეჭდილი სახით.

სამშენებლო კომპანია „ ადლი“, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობაადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
მშენებლობა მშენებლობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 5 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობაადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
მშენებლობა მშენებლობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ინგლისური,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები