ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:hr@gasa.ge
განცხადების სრული ტექსტი
კომპანია „გასა“ (GASA) — რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიაკომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines და Air Arabia — აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვებისა და მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს დისტანციური გაყიდვებისა და მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე - როლზე, რომელიც მომხმარებლის მხარდაჭერასა და გაყიდვებს აერთიანებს.
ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს დისტანციური გაყიდვებისა და მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე - როლზე, რომელიც მომხმარებლის მხარდაჭერასა და გაყიდვებს აერთიანებს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის მხარდაჭერა: შემომავალი ზარების, ჩატებისა და ელ. ფოსტის დამუშავება; მომხმარებლისთვის კონსულტაციისა და ინფორმაციის მიწოდება; ავიაბილეთებისა და ჯავშნების ცვლილება და გაუქმება; პრეტენზიების მოგვარება.
- გაყიდვები: მომხმარებლის საჭიროების გამოკვლევა, შეთავაზება, შეპასუხებებთან მუშაობა, გაყიდვის დახურვა და დამატებითი სერვისების შეთავაზება; ავიაბილეთების დაჯავშნა/გამოწერა და გაყიდული ბილეთების აღრიცხვა.
- სტანდარტების დაცვა: დისტანციური გაყიდვების ტექნიკების, სატელეფონო ეტიკეტისა და საუბრის სტრუქტურის დაცვა; ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ჯავშნების პლატფორმების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აუცილებელია სწრაფად სწავლის მზადყოფნა)
- უპირატესობა მიენიჭება დისტანციური გაყიდვების, ქოლ-ცენტრის ან ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები:
- შედეგზე ორიენტირებულობა
- დეტალებზე ყურადღება
- კომუნიკაციისა და ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი
- სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
პირობები:
ლოკაცია: თბილისი, მერაბ კოსტავას 14
გრაფიკი: 5/2 (დინამიური/ცვლებში)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: hr@gasa.ge. სათაურის ველში (Subject) გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: დისტანციური გაყიდვებისა და მხარდაჭერის ოპერატორი.
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება - ინდუსტრია / სფერო:
- დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა,დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
- გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
- დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა,დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები):
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი, სხვა
- ენები:
- ქართული,ინგლისური,რუსული
