ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:HR@POLADISSAKHLI.GE
განცხადების სრული ტექსტი
„ფოლადის სახლი“ 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს რკინის სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანია აერთიანებს 4 საწარმოს, ფილიალებს თბილისსა და ბათუმში და სასაწყობე ბაზას ვაზიანში. მრავალწლიანი გამოცდილება, და 5000-ზე მეტი მომხმარებლის ნდობა ჩვენი სტაბილური განვითარებისა და წარმატების საფუძველია.
კომპანია „ფოლადის სახლი“ აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკისა და სპეცტექნიკის მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
კომპანია „ფოლადის სახლი“ აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკისა და სპეცტექნიკის მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- ავტომობილებისა და სპეცტექნიკის ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება;
- რეისებისა და მარშრუტების დაგეგმვა, კოორდინაცია და ოპტიმიზაცია;
- მძღოლებისა და სპეცტექნიკის ოპერატორების მართვა
- ობიექტებზე ტექნიკის დროული მობილიზებისა და მუშაობის კონტროლი;
- რეისების, სამუშაო საათების, საწვავის ხარჯის, დატვირთულობის აღრიცხვა;
- GPS სისტემით ავტომობილებისა და სპეცტექნიკის გადაადგილების მონიტორინგი;
- ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამის ტექნიკურ თანამშრომელთან კოორდინაცია;
- სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების ოპერატიული მოგვარება;
- შესრულებული სამუშაოების შესახებ ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ავტოპარკის, ლოჯისტიკის ან სატრანსპორტო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- რეისებისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი;
- სპეცტექნიკის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამებისა და GPS სისტემების ცოდნა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ოპერატიულობა;
- კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- უზრუნველყოფილ კვებას, საწვავს, კორპორატიულ ნომერს
- სამუშაო ადგილი: თბილისი,ლილო
- ანაზღაურება: მოლაპარაკებადი კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV: HR@POLADISSAKHLI.GE / S.MAMAGULISHVILI@POLADISSAKHLI.GE
ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს „ფოლადის სახლი“-ის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.
თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.
თქვენ გაქვთ უფლება:
მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: iuristi@poladissakhli.ge ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, ივანე იუმაშევის ჩიხი N14)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- ლოგისტიკა / ტრანსპორტი
ავტოპარკის მოვლა - ინდუსტრია / სფერო:
- წარმოება
ლითონებისა და ფოლადის წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
- უფასო კვება,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
- ლოგისტიკა / ტრანსპორტი
ავტოპარკის მოვლა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
- წარმოება
ლითონებისა და ფოლადის წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები):
- ბაკალავრი
- ენები:
- ქართული
