უფროსი ბუღალტერი წილკანში

მცხეთა, სხვა სრული განაკვეთი Global Beer Georgia
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)

გლობალ ბიერ ჯორჯია  აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

 

სამუშაო გრაფიკი: სრული

სამუშაო ადგილი: წილკანი

 

Global Beer Georgia (GBG)  ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართავს სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. ჩვენი ნაწარმია ლუდი „აისი“, „შავი ლომი“, „კრუშოვიცე“,  ლიმონათი „ბერიკა“ ასევე, GBG საერთაშორისო ბრენდის - ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მიზნის მიღწევა და კომპანიის განვითარება დამოკიდებულია, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ,  დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბუღალტრული დოკუმენტაციის და ოპერაციების წარმართვა;
  • ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა, კლასიფიკაცია და პროგრამულად დამუშავება; 
  • საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
  • დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • საგადასახადო კოდექსის და IFRS სტანდარტების ცოდნა;
  • Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • სასურველია ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება და Excel-ის კარგ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია  ინგლისურის და რუსული ენების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com  ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

შპს „გლობალ ბიერ ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!