სატელეფონო ცენტრის  ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის  უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის  ოპერატორის თანამდებობაზე.  

 

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

  • დიდი რაოდენობთ შემომავალი და გამავალი ზარების დროულად და ეფექტურად  მართვა;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და საჭიროებისამებრ გადამისამართება შესაბამის სტრულ ერთეულში;
  • მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
  • ტექნიკური შეფერხებისა და მომხმარებლის უკმაყოფილების სესახებ მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და შესაბამისი სამსახურების დროული ინფორმირება;
  • ინფორმაციის ასახვა კომპანიის საინფორმაციო სისტემაში.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • მომსახურების კარგი უნარ-ჩვევები;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • შრომისმოყვარე, მოწესრიგებული, პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი, სხარტი აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2019წლის 31 მარტისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია,რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.