მობილური ტექნიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება ენერგეტიკა: ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)

 საერთაშორისო კომპანია ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯიააცხადებს ვაკანსიას  მობილური ტექნიკოსის თანამდებობაზე:

 

თარიღები: 13 მარტი - 30 აპრილი                                  

მდებარეობა: თბილისი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი                                                                   

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ელექტრული მოწყობილობების დიაგნოსტიკა/შეცვლა/შეკეთება, დეტალების დონეზე,კონდენსატორი,მიკროსქემები და ა.შ.)
  • ელექტრული მოწყობილობების გეგმიური და არაგეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება.   ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების
  • გამოვლენა და აღმოფხვრა.
  • გაუმართაობის დროული აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება.
  • ჩატარებულ სამუშაოზე დღიური მოხსენების მომზადება.
  • ელექტრული მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება(სასურველია)
  • კურსდამთავრებული, სამუშაო პრაქტიკის გარეშე.(განიხილება)
  • ელექტრო ტექნიკის შეკეთების გამოცდილება (მაგ: მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი, სარეცხი მანქანა და ა.შ)
  • ელექტრო ტექნიკის მუშაობის პრინციპების საბაზისო ცოდნა.
  • უცხო ენების ცოდნა (ან რუსული ან ინგლისური სავალდებულო)
  • მართვის B კატეგორიის მოწმობა (მექანიკა, აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება)


პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალობა.
  • აკურატულობა.
  • დეტალებზე /შედეგზე ორიენტირებული;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hrgeorgia@egt-bg.com,ფოტო სურათით; გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

„ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია“-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი გისურვებთ წარმატებას!