კონსულტანტი/მოლარე

თბილისი მოქნილი გრაფიკი ლიდერფუდი
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი), გაყიდვების კონსულტანტი, საცალო კლიენტთა მომსახურება

სუპერმარკეტების ქსელი  ლიდერფუდი აცხადებს  ვაკანსიას კონსულტანტისა და მოლარის  პოზიციებზე

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

 

კონსულტანტი:

სამუშაო პირობები: 

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • სამუშაო განაკვეთი: ნახევარი, სრული, დღის ცვლა ან ღამის ცვლა

 

 ძირითადი მოვალეობები: 

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა,  სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
  • პროდუქციის თაროებზე განთავსება როგორც სავაჭრო დარბაზში,  ასევე საწყობში;  
  • თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
  • ფასების  იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
  • მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება. 

 

მოთხოვნები: 

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • მოტივირებული და შრომისმოყვარე;

 

 

მოლარე:

სამუშაო ადგილი: თბილისი

  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • სამუშაო განაკვეთი:ნახევარი, სრული, დღის ცვლა ან ღამის ცვლა

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;

 

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა; 
  • თავაზიანობა;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;  
  • პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით  ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@ekonommix.ge  ან დაგვიკავშირდით +995 555 59 43 47;  +995 555 48 18 59  დილის 10:00 საათიდან  - საღამოს 20:00 საათამდე

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!