ვადაგადაცილებული  სესხების ექსპერტი

თბილისი სრული განაკვეთი A Rating
საბანკო: პრობლემური სესხების ოფიცერი

კომპანია A Rating წარმოადგენს ფინანსურ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს პრობლემური პორტფელის მართვას მისი კონტრაქტორი ბიზნეს ორგანიზაციებისათვის და ბანკებისთვის. “A Rating” არის საერთაშორისო ასოციაცია ”ACA”-ის წევრი ორგანიზაცია.

 

“A Rating” აცხადებს ვაკანსიას  ვადაგადაცილებული  სესხების ექსპერტის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური ვალდებულებების დაფარვისთვის მაქსიმალური ძალისხმევა, სატელეფონო ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე დათანხმება;
  • საქმის კოორდინირება პროექტის მენეჯერთან, საქმიანობის ყოველდღიური ანალიზი;
  • გუნდური მუშაობა სხვა პრობლემური ვალდებულებების ექსპერტებთან და, საჭიროების შემთხვევაში, იურისტებთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა).
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა

 

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარი;
  • პრობლემის დროულად გადაწყვეტის უნარი;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;

ასაკობრივი შეზღუდვა არ არის.

 

ანაზღაურება: შერჩეულ კანდიდატებს კომპანია სთავაზობს, მაღალ საბონუსე ანაზღაურებას.

 ასევე საბონუსე სისტემა მზარდია შესრულებული გეგმების მიხედვით.  წარმოადგინოთ თქვენი CV/რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@arating.ge

 

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.