მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი რადიო კაფე ენერჯი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი

RadioCafe (უნიკალური ფორმატის კაფე და საერთაშორისო რადიოსადგური  NRJ, 104.7 Fm) იწვევს სამუშაოდ მიმტანებს.

 

  • რომლებსაც უყვართ მუშაობა სტუმრებთან და 
  • იციან WOW- სერვისის პრინციპი და აქვთ
  • casual ტიპის კაფეში მუშაობის გამოცდილება.

 

ჩვენ არ ვეძებთ უბრალო თანამშრომლებს. ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრებს,

რომლებიც გაიზიარებენ ჩვენს ფასეულობებს: 

  • ხალხის მიმართ სიყვარული
  • რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ხალხისთვის.
  • ჩვენი კლიენტის კმაყოფილება ჩვენ შთაგვაგონებს ახალი მიზნებისკენ.
  • ჩვენი სტუმრები ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენ მათთვის ვაკეთებთ უფრო მეტს, ვიდრე მოელიან! 
  • სტილის უნიკალურობა

 

ჩვენი კაფე არის - მოდური, ევროპული და უნიკალური ქართული ბაზრისთვის. სურვილი , რომ ვიყოთ განსაკუთრებული, წარმატებული და გამორჩეული - ეს ის მნიშვნელოვანი დეტალებია, რასაც ჩვენთვის ბედნიერება და თავისუფლება მოაქვს. საქმისადმი სიყვარული ჩვენ სამუშაო დღეს ვიწყებთ ინტერესითა და სიამოვნებით. RadioCafe-ში მუშაობაჩვენი ცხოვრების დიდი და მნიშვნელოვანი საკითხია.

 

პროფესიონალიზმი

  • ჩვენი თანამშრომლები არინ გულღია და სტუმართმოყვარე, მიმართულნი განვითარებასა და პროფესიული დონის ამაღლებაზე , რათა სამუშაო პროცესის მაღალი ხარისხი შეინარჩუნონ.

 

სრულყოფილებისკენ სწრაფვა

  • ჩვენი მიზანი - ხვალ მივაღწიოთ იმაზე მეტს, ვიდრე ახლა გვაქვს.

 

მიმტანის მოვალეობები 

  • სტუმრების მომსახურება იმ სტანდარტებით , რომლებიც კომპანიაშია მიღებული
  • რესტორნის სტუმრების დახვედრა და მისალმება
  • შეკვეთების მიღება და რეგისტრაცია
  • გაყიდვების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
  • სამზარეულოსა და ბარში არსებული ჩეკების საფუძველზე სასმელებისდა კერძების მიღება
  • სტუმრებთან სასმელებისა და კერძების მიტანა
  • სტუმრების რაოდენობაზე თვალყურის დევნება  და სალარო ოპერაცია
  • პასუხისმგებლობა
  • კაფის სტუმრებთან დამშვიდობება
  • საჭიროების მიხედვით ყოველდღიური დამატებითი ორგანიზაციული სამუშაოების შესრულება 
  • მაგიდების ალაგება, სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნებასამუშაო ცვლის დაწყებამდე, შუალედში და დასრულებისას. 

 

მოთხოვნები

  • მიმტანის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სავალდებულოა.
  • ქართულის კარგად ,ხოლო რუსულისა და ინგლისური ენების ცოდნა საბაზისო დონეზე.  
  • ეფექტური და ქარიზმატული გარეგნობის მქონე.
  • გაყიდვებისა და სერვისის საფუძვლების ცოდნა.
  • კომუნიკაბელური, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, დისციპლინირებული, ტაქტიანი, იუმორის გრძნობით.

 

მოტივაცია

  • დღეში საბაზისო ხელფასი 20-25 ლარი + ბონუსები
  • სასმელებისა და კერძების მიხედვით ბონუსები
  • ჩაი

საკონტაქტო მონაცემები

მისამართი- ვიქტორ დოლიძის ქ.  2 (საბურთალო)
ტელეფონი- +995 555 591047

მეილი- radiocafe1047@gmail.com

Facebook - https://www.facebook.com/radiocafenrj