სასტუმროს მიმღები/ადმინისტრატორი

თბილისი მოქნილი გრაფიკი Golden Nugget Tbilisi
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa), მიმღები (Front Office)

სასტუმრო "Golden Nugget Tbilisi " აცხადებს სასტუმროს მიმღები/ადმინისტრატორის ვაკანსიას.  

 

მდებარეობა: თბილისი

დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი

  
ძირითადი მოვალეობები: 

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

 

პროფესიული მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების ან უცხო ენების განხრით.)
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა (საუბარი, წერა, კითხვა) ( დამატებითი ენების  ცოდნას  მიენიჭება უპირატესობა )
  • საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.  
  • Booking.com-ში მუშაობის გამოცდილება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე  gnthotel@gmail.com აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება! ან დაგვიკავშირდით ნომერზე:    +995 595 18 80 18.

გისურვებთ წარმატებებს!