ხორც-პროდუქტების ტექნოლოგი ფოთში

ფოთი სრული განაკვეთი ნიკორა 7
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: კვების ტექნოლოგი (Q&A)

კომპანია „ნიკორა,“1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძისპროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge

 

შპს „ნიკორა 7“ აცხადებს ვაკანსიას ხორც-პროდუქტების ტექნოლოგის პოზიციაზე ქალაქ ფოთში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • წარმოებაში ტექნოლოგიური ციკლის დაგეგმვა;
  • ასორტიმენტის განვითარებაზე ზრუნვა: ახალი რეცეპტურების შემუშავება ჰოლდინგის მთავარ ტექნოლოგთან შეთანხმებით და ტექნოლოგიური პროცესების გაწერა;
  • წარმოების პროცესისათვის საჭირო სასურსათო ნედლეულის განსაზღვრა, ხარისხის კონტროლი და წარმოებაში ჩაშვების უზრუნველყოფა;
  • განახლებული ტექნოლოგიებისა და ახალი რეცეპტურების დანერგვისას, ასევე არსებული რეცეპტურების რედაქტირების შემთხვევაში თანამშრომლების გადამზადების უზრუნველყოფა;
  • ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვის პროცესების მართვა და დაცვის მკაცრი კონტროლი;
  • პროდუქციის ეტიკეტირების პროცესში უშუალო ჩართულობა შესაბამის სამსახურთან ერთად;
  • საწარმოს კვლევით და ექსპერიმენტალური სამუშაოებში უშუალოდ მონაწილეობა მსგავსი საჭიროების შემთხვევაში;
  • პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის საჭიროების განსაზღვრა და ზედამხედველობა;
  • როგორც ნედლეულის, ასევე შუალედური და მზა პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
  • სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინებით წარმოების პროცესის მონიტორინგი და მოთხოვნების შესაბამისი პრინციპების წარმოებაში დანერგვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება

  • უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის მიმართულებით;
  • ხორც-პროდუქტების  ტექნოლოგად  მუშაობის გამოცდილება;
  • ხორც-პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგიისა და საწარმოო პროცესების ცოდნა;
  • სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს,გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge  სათაურის ველში,გთხოვთ,მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენ მიერ CV-ისგამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ   სს „ნიკორამ“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადებების გამოგზავნის ბოლო ვადაა  2019 წლის 12 მაისი.