კორპორატიული გაყიდვების / ლოგისტიკის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბენე ჯგუფი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: რუსული, თურქული
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი), კორპორატიული კლიენტები (B2B) ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკა, ლოჯისტიკის მენეჯერი

„ბენე ჯგუფი“ 2013 წლიდან პოზიციონირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სატრანსპორტო სერვისის მიმართულებით. ლოჯისტიკის სფერო ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა, გამოცდილება და მჭიდრო ინტერნაციონალური ურთიერთობები გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს სწრაფი, კომფორტული, ხარისხიანი და უსაფრთხო მომსახურება შევთავაზოთ.
 

კომპანია „ბენე ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციებზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

 

პოზიცია: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
  • გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
  • შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
  • კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით  ყოველდღიური საქმიანობით დაგეგმვა და შესრულება.            

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office and E-mail);
  • მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • პრიორიტეტად ჩაითვლება ინგლისური და რუსული  ენების ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გაუთვალისწინებელი შეთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.

 

პოზიცია: საერთაშორისო ლოგისტიკის მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები

  • არსებულ ლოჯისტიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა
  • რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა უკვე არსებულ პარტნიორებთან და ახალი გადამზიდი კომპანიების მოძიება.
  • შეკვეთების დამუშავება, გადაზიდვების ორგანიზება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება  მინიმუმ 1 წელი
  • სავალდებულოა თურქული და რუსული ენის ცოდნა, უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ან სხვა ენების ცოდნა
  • MS office პროგრამების ცოდნა

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა
  • პუნქტუალურობა
  • გაუთვალისწინებელი შეთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის გამოცდილება და პრობლემის აღმოფხვრა
  • მაღალი მოტივაცია

 

სამუშაო ადგილი:  შ.ნუცუბიძის ქუჩა 129

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით / 10:00 – 19:00 (13:00-14:00 შესვენება)

ანაზღაურება: ფიქსირებული და ბონუსი.

ტრენინგი: საქმიანობის სპეციფიკის შესწავლა შიდა ტრენინგის საფუძველზე.

 

კომპანიის ბენეფიტები:

  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • თანამედროვე სტანდარტების მქონე ღია სამუშო სივრცის ოფისი;
  • შეხვედრებზე „ბენე ექსკლუზივი“-ს უახლესი ბიზნეს კლასის ავტომობილებით გადაადგილება;
  • პროდუქტის და საქმიანობის სპეციფიკის შესწავლა შიდა ტრენინგის საფუძველზე;
  • განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების უზრუნველყოფით;
  • კომპანიის სერვისებზე კორპორატიული შეთავაზებები
  • პარტნიორი კომპანიებთან არსებული ბენეფიტებით სარგებლობა
  • „ბენე ჯგუფი“ აქტიურად ავითარებს ბიზნეს ღონისძიებების მიმართულებას, მათ შორის NETWORKING GEORGIA-ს. კომპანიაში დასაქმებულ პირებს ყოველთვის აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ივენთების დაგეგმვა/განხორციელებაში.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: maka.ge@benegroup.ge