ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი Adamo Hotel
ენები: რუსული, ინგლისური, ქართული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)

სასტუმრო "Adamo Hotel" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტში ადმინისტრატორის პოზიციაზე. 

მდებარეობა: თბილისი, მთაწმინდა. პ. კაკაბაძის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებით)



მოვალეობები:

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.


პირობები: ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნონ ელფოსტაზე: gm@hoteladamo.com და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!